კორექცია

კორექციაროგორც მოგეხსენებათ, თმის დაგრძელებისას დამატებითი თმის ნაწილები მაგრდება თმის ძირებში და თქვენი თმა ჩვეულებრივ განაგრძობს ზრდას. თმის ზრდის ინტენსივობიდან გამომდინარე 3-6 თვეში გადაბმის ადგილები (კერატინი, კაფსულები) 2-5 სმ-ით გადმოინაცვლებს ქვემოთ. ამიტომ დაგრძელებული თმა შესამჩნევი რომ არ იყოს საჭიროა კორექცია (3-6 თვეში ერთხელ). კორექციის დროს იხსნება დაგრძელებული თმის ნაწილები და იგივე თმა ხელახლა მაგრდება ძირებთან ახლოს, ამას მეორენაირად “კაფსულების აწევასაც” ვუწოდებთ. სწორედ ამიტომაა სასურველი ხარისხიანი თმის შეძენა პირველივე დაგრძელებისას, რათა ბევრ კორექციას გაუძლოს. (ჩინური/აზიური/ლამინირებული თმა 1 კორექციასაც ვერ უძლებს და მალე ფუჭდება).

კორექცია ცივი მეთოდით – 0,5 ლარი. საშუალოდ 100 კაფსულის კორექცია ჯდება – 50 ლარი.

კორექციის დროს ზოგჯერ საჭიროა თმის ბოლოების ხელმეორედ გადამუშავება კერატინით, რომ არ მოხდეს თმების დაკარგვა. თუ მოხსნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ დასაგრძელებელი თმის ბოლოები ოდნავ მაინც დარბილებულია და ადვილად შეიძლება დაიშალოს, აუცილებლად სთხოვეთ სტილისტს გადაიყვანოს კერატინზე.

კერატინზე გადაყვანის ღირებულებაა – 0,3 ლარი. ანუ 100 კაფსულა 30 ლარი.

კორექცია ცხელი მეთოდით – 1,5 ლარი. შესაბამისად 100 კაფსულა 150 ლარი.

როდის გვჭირდება კორექცია?

– როდესაც თქვენი თმა გაიზრდება 2,5-4 სმ-ით.

–  როდესაც შენიშნავთ გადახლართულ თმას (ხდება არასწორი მოვლის შედეგად ან 5-6 თვის გასვლის მერე).

– თუ კაფსულები იმდენად ჩამოიზარდა, რომ გიჩანთ.

– თქვენი სურვილის მიხედვით.

** თხელ თმიანი და ცვენისკენ მიდრეკილი ქალბატონების საყურადღებოდ! თვეში ერთხელ აჩვენეთ თქვენ სტილისტს თმის მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კორექცია გაკეთდეს შედარებით მალე, 2-3 თვეში.

 

 

Leave a Reply