შეარჩიეთ თქვენი თმის ფერი

თმის ფერის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული ფერი, თქვენს სახეს უფრო მიმზიდველს ხდის, ნაკლს ფარავს, ხოლო დადებითს გამოკვეთავს. არასწორად შერჩეული ფერი კი პირიქით, თქვენი სახის ნაკლს წარმოაჩენს, სახეს უინტერესოს ხდის და ასაკს მატებს.

ასეთი რამ, ალბათ ყოველ თქვენგანს აღმოუჩენია საკუთარი, ცხოვრებისეული გამოცდილებით. თუმცა არსებობს თეორია, რომელიც იძლევა საშუალებას მარტივ ფორმულებზე დაყრდნობით განსაზღვროთ თქვენთვის იდეალური თმის ფერი. ეს,  ე.წ  “წელიწადის დროების” თეორია იყოფა 4 ძირითად კატეგორიად: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ემყარება იმ ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობას, რაც რეალურად არსებობს ბუნებაში, სეზონების მიხედვით. მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სჭარბობს თბილი, ხოლო ზამთარსა და ზაფხულში – ცივი ტონები. იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ თქვენი “სეზონის” ანუ ფერთა გამის დადგენა, ჯერ გავარკვიოთ თუ რომელი ტონი სჭარბობს ჩვენში: ცივი თუ თბილი?  დააკვირდით თქვენი კანის ფერს: მოყვითალო, მოყავისფრო ფერი – თბილი სეზონის (გაზაფხული/შემოდგომა) მანიშნებელია, ხოლო თუ თქვენს კანში მოვარდისფრო ურევია, მაშინ  სავარაუდოდ ცივი სეზონის ქალბატონი ბრძანდებით(ზაფხული/ზამთარი). შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ფოტო და შეადაროთ თუ რომელი მათგანი მეტად უხდება თქვენს კანს.

“გაზაფხულის” ტიპაჟი (თბილი ტონი)

“გაზაფხულის” ტიპის ქალებისთვის დამახასიათებელია გამჭვირვალე სიფერმკრთალე, ნაზი ოქრისფერი ელფერით. ღაწვები ხშირად იძენს თბილ ატმისფერს. ტუჩებსაც, ბუნებრივად აქვს თბილი, ნათელი ფერი. თუ “გაზაფხულის” ტიპაჟს აქვს ჭორფლები, ეს არის უფრო ოქროსფერ-ყავისფერი და არა ნაცრისფერი. წარბები და წამწამები, ისევე როგორც თმები, არის ღია ყავისფერი ან თბილი ქერა. მიუხედავად იმისა, რომ “გაზაფხულის” ტიპის ქალებს აქვთ ფერმკრთალი და ნაზი კანი, მაინც კარგად ირუჯებიან. ამ დროს კანი იღებს თბილ მოწითალო-თაფლისფერ ან ოქროსფერ-ყავისფერს. ამითაც განსხვავდება “გაზაფხულის” ტიპაჟი “შემოდგომისგან”, რომლებიც, როგორც წესი, რთულად ირუჯებიან. “გაზაფხულის” ტიპაჟებს შორის ხშირად გვხვდებიან ქერა ქალბატონები.

თმის ფერს, როგორც წესი, აქვს ოქროსფერი ან რიჟა ელფერი. თუნდაც ყავისფერი თმა იყოს, მასშიც შენიშნავთ ოქროსფერ-მოყვითალო ელფერს. თუმცა “გაზაფხულის” ტიპის თმა შეიცავს ნაკლებ პიგმენტს (სიმკვეთრე) ვიდრე მისი მსგავსი “შემოდგომის” ტიპის თმები. ამიტომაც, “გაზაფხულის” თმები გამოიყურება ღია გამჭვირვალეთ და არასოდეს არის მუქი თაფლისფერი, ან ყავისფერი.

შეღებვისას, “გაზაფხულის” ქალბატონებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და შეინარჩუნონ ის თბილი, ოქროსფერი გამჭვირვალობა, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ამ ტიპისთვის. მაგალითად, მელირების დროს, მოვერცხლისფრო გაღიავება (ცივ ტონში) არ არის რეკომენდებული. როდესაც ოქროსფერ-ყვითელი, თაფლისფერი ან თაფლისფერ-მორიჟაო ნიუანსები ძალიან კარგად მოერგება “გაზაფხულის” კოლორიტს.

“ზაფხულის” ტიპაჟი (ცივი ტონი)

"ზაფხულის" ტიპაჟი“ზაფხულის” ტიპის ქალბატონებისათვის კანის ფერი, ძირითად შემთხვევებში, არის ცივი ფერის, მკვრივი და ერთგვაროვანი. “გაზაფხულის” გამოცნობა იოლი არ არის, იმიტომ, რომ გვხვდება რამოდენიმე ვარიანტი:

1) ფერმკრთალი, ერთგვაროვანი მარმარილოს კანით.

2) კანი-წვრილი კაპილარული სისხლძარღვებით (ცივი ვარდისფერი ფერი).

3) ღია ფერის კანი, ცივი-მოყვითალო ელფერით (რომელიც ყველაზე რთული ამოსაცნობია).

საეჭვო სიტუაციებში, როდესაც მაგალითად ვერ ვარჩევთ “ზაფხულია” თუ “გაზაფხული”, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ შემდეგი ნიშნებით:

მცირეოდენი ლაქებს/ჭორფლებს აქვთ მონაცრისფრო-ფერფლისფერი ელფერი და არასოდეს ოქროსფერ-ყავისფერი). წარბებსაც და თმებსაც გადაკრავს აგრეთვე ფერფლისფერი და არა ოქროსფერი. ტუჩების ფერი არის ცივი-ვარდისფერი. “ზაფხულის” ტიპაჟები ადვილად ირუჯებიან,  გამონაკლისია ძალიან ღია ფერის ქალბატონები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ზაფხულის” ტიპისთვის დამახასიათებელია ფერფლისფერი ელფერის თმები, რომელიც ძალიან უხდება ასეთი კანის, თვალების და ტუჩების ცივ კოლორიტს. ფერფლისფერი წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მონაცრისფრო-ყავისფერი პიგმენტაციის შემცველობით. თუმცა “ზაფხულს” ეს პიგმენტაცია გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე მის მონათესავე, ასევე ცივ “ზამთარს”."ზაფხული" ტიპაჟის თმის ფერები

“ზაფხულის” ძირითადი თმის ფერებია ღია ყავისფერი/ქერა ფერები, მოვერცხლისფრო ფერფლისფერი შეფერილობით. თუ “ზაფხულის” ტიპაჟი მოისურვებს თმის ფერის შეცვლას, მელირებას ან ტონირებას, სასურველია დაიცვას და არ ამოვარდეს იმ ფერთა გამიდან, რაც რეკომენდებულია ამ ტიპისთვის. თუ მაინც მოისურვებს მორიჟაო მელირება/ტონირებას, აუცილებელია მასაც გადაკრავდეს მონაცრისფრო-ცივი ტონი. ძალიან მნიშვნელოვანია თმა ძალიან არ “გამუქდეს”, რათა არ გამოიწვიოს დიდი კონტრასტი კანთან შედარებით.

“შემოდგომის” ტიპაჟი (თბილი ტონი)

"შემოდგომის" ტიპაჟი“შემოდგომის” ტიპაჟებში გვხვდებიან 2 ტიპის კანის ფერით: 1) ერთგვაროვანი ღია ფერის, თუმცა თბილი სპილოსძვლისფერით ან ოქროსფერი შეფერილობით. ასეთ კანთან ეფექტურ კონტრასტს ქმნის მკვეთრი ჟღალი თმის ფერი. 2) კანის ფერი მკვეთრი ოქროსფერ-ატმისფერი. “შემოდგომის” ტონები შეფერილობით უფრო ინტენსიური და მკვეთრია, ვიდრე მონათესავე/თბილი “გაზაფხულის” ტონები. მას “გაზაფხულისგან” განსხვავებით არასოდეს აქვს ატმისფერი ლოყები. “შემოდგომის” ტიპაჟებს ხშირ შემთხვევებში აქვთჭორფლები და ხალები, რომელთა შეფერილობა გამოკვეთილად არის მოყვითალო-მოყავისფრო. წარბები დაახლ. თვალების ფერია, ან ერთი ტონით ღიაა. ხშირად წამწამები ძალიან ღია ფერისაა, რაც თვალებს ტოვებს კონტურის გარეშე. სამაგიეროდ, თითქმის ყველა “შემოდგომის” ქალს მკვეთრი ტუჩები აქვთ. ეს ტიპაჟები ძნელად ირუჯებიან. მზე, ხშირ შემთხვევაში იწვევს მხოლოდ კანის გაწითლებას. მაკიაჟთანაც სიფრთხილე მართებთ “შემოდგომის” ქალბატონებს. ჭორფლების გამო ბევრი პუდრა/ტონალური არ არის რეკომენდებული. ნებისმიერი ცივი/ვარდისფერი ტონები კატეგორიულად იკრძალება ამ ტიპისთვის.

“შემოდგომის” ტიპისთვის დამახასიათებელია ოქროსფერი-რიჟა თმები, რომლებიც იდეალურად ერწყმის მკვეთრ თვალებსა და ხშირად ჭორფლიან კანს. მათი თმა დიდი რაოდენობით შეიცავს რიჟა/ყვითელ პიგმენტებს და უფრო მკვეთრად არის გაჯერებული, ვიდრე მისი მონათესავე “გაზაფხულის” ტიპისთვის. ამიტომაც “შემოდგომის” ტიპის თმა შეიძლება იყოს შედარებით მუქი ტონისაც (მუქი ყავისფერი).  თმის ფერის შეცვლისას აუცილებელია შევაჩეროთ არჩევანი თბილ ტონებზე, მორიჟაო/ოქროსფერი/წაბლისფერი/თაფლისფერი ნიუანსებით. ცივი, ღია ვერცხლისფერი ან მოლურჯო ტონები, როგორიცაა მაგალითად “მაჰაგონი” , თმას აძლევს ცივ შეფერილობას, რის გამოც “შემოდგომის” ტიპაჟის სახე ჩანს ძალიან ფერმკრთალი, უფერული, და არასასურველ კონტრასტს ქმნის “თბილი” სახის კანსა და “ცივი” თმის ფერს შორის.

“ზამთრის” ტიპაჟი (ცივი ტონი)

ზამთრის ტიპაჟი“ზამთრის” ტიპის  დამახასიათებელია ცივი ერთგვაროვანი სახის კანი. გვხვდებიან 2 ტიპის კანით: 1) ძალიან ღია ფერის კანით, ამასთან იმდენად სუფთა და გამჭვირვალეა, რომ მარმარილოსაც კი წააგავს. იშვიათად არის გამოხატული მოვარდისფრო ღაწვები. ასეთი კანი მართალია ადვილად ირუჯება, მაგრამ არა მუქ ყავისფრად. 2) სამხრეთის ტიპი – კანს აქვს ცივი, ზეთისხილისფერის ტონი, რომელიც ადვილად შეიძლება აგვერიოს “შემოდგომის” ტიპაჟში. “ზამთარი” ადვილად ირუჯება და იღებს ლამაზ, ინტენსიურ რუჯს. წარბები და წამწამები აქვს მუქი. ტუჩების ფერი მიდრეკილია მოლურჯო და არა მოყვითალო ფერისკენ.

მუქი ყავისფერი, ყავისფერ-შავი ან სუფთა შავი ფერი ბუნებრივი მოლურჯო ელფერით – აი თმის ფერები “ზამთრის” ტიპისთვის. ეს მუქი ფერები მკვეთრად გამოხატულ კონტრასტს ქმნიან მარმარილოსებრი თეთრ კანთან მიმართებაში. “ზამთრის” თმის ფერებისათვის დამახასიათებელია ცივი/მოლურჯო/ფერფლისფერი ტონები. თმის ფერის შეცვლისას, აგრეთვე მელირებისას,  აუცილებლად აქცენტი კეთდება ცივ/ფერფლისფერ ნიუანსებზე. ეს ეხება აგრეთვე გაღიავებასაც. მაგ: თუ “ზამთრის” ტიპაჟს მოესურვა ქერად გადაქვევა (რაც საკმაოდ პრობლემატურია ძლიერი კონტრასტის გამო) არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეირჩეს ყვითელი ან ჟღალ-ყვითელი ფერები. ხოლო, ღია-ვერცხლისფერი, მოლურჯო და აგრეთვე იასამნისფერის შემცველი ტონები პირიქით, “ზამთრის” ტიპაჟს საინტერესო აქცენტს შემატებს.

“ზამთრის” ქალბატონებო, ფრთხილად იყავით მოყვითალო/ჟღალ ფერებთან, ეს ძალიან აუბრალოებს თქვენს ტიპს. თუ მაინც და მაინც მოგესურვათ “რიჟა” ქალბატონად გადაქცევა, ჯობია შეარჩიოთ მუქი ბადრიჯნისფერი საღებავი.


  1. vika says:

    me dzalian momwons es saiti yvelaze magariaa

  2. რუსკა says:

    ძალიან კარგი საიტია!

  3. სოფო says:

    ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ბევრ გოგონას აუხდება სურვილი და დიდი სიამოვნებით ვისარგებლებდი მეც.

  4. ანუკი says:

    მაქვს მწვანე თვალები და როგორი ფერის თმა მოუხდებაა ?

    • თეა says:

      მწვანე თვალები ძირითადად დამახასიათებელია “გაზაფხულის” და “ზაფხულის” ტიპაჟისთვის. თუ მწვანეში ოდნავ მოყვითალო პიგმენტებია- ეს თბილი მწვანეა და შესაბამისად “გაზაფხული”, ხოლო თუ მოლურჯო-მონაცრისფროა, მაშინ “ზაფხული”. თუ თავად დადგენა გაგიჭირდება, გვესტუმრეთ “თმის სახლში” და ადგილზე შევარჩიოთ რომელი თმის ფერია თქვენთვის ყველაზე მომგებიანი. მხოლოდ ისე გადაწყვიტეთ თმის შეღებვა.

  5. მაგდა says:

    მაინტერესებს სახლის პირობებში როგორ შევირჩიო თმის ფერი, რომ არ მომიხდეს მეშინია. მაქვს თაფლისფერი თვალები ჩოლკა და აჩეხილი..

    • თეა says:

      მაგდა, შეგიძლიათ მობრძანდეთ “თმის სახლში”, სადაც შეძლებთ მოისინჯოთ ნებისმიერი თმის ფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ თმის შეღებვა.

  6. მარი says:

    კომპიუტერის საშუალებით როგორ მოვსინჯო თმის ფერი ჩემზე?

    • თეა says:

      არსებობს პროგრამები, სადაც ატვირთავთ საკუთარ ფოტოს და შაბლონების გამოყენებით არჩევთ თმის ფერს. თუმცა, ასეთი ვირტუალური სტილისტი ხშირად ვერ ამართლებს და გრჩებათ არასწორად შერჩეული ფერი და დაზიანებული თმა. გირჩევთ, დაუთმოთ 30 წუთი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მიბრძანდეთ “თმის სახლში”, სადაც რეალურად მოირგებთ ყველა თმის ფერს თუ მელირებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტავთ თმის შეღებვას ახალ ფერზე. სურვილისამებრ, აქვე შეძლებთ შეღებვას ან შერჩეული საღებავის ყიდვას.

  7. ქეთი says:

    გამარჯობა, მაქვს გრძელი კარე და მსურს თმის დაგრძელება კაფსულით, ისე რომ შემდეგ გაღიავება და შეღებვა შევძლო, მაინტერესებს რამდენი კაფსულა დამჭირდება ისე რომ დაგრძელებული თმის სისქე ჩემი თმის სისქეს გავდეს, მაქვს სქელი თმა,და მსურს თმები აჩეხილი მკონდეს, წინასწარ მადლობთ

  8. ხათუნა says:

    თქვენთან მოსვლა და თმის შეღებვა მინდა. მაქვს მოკლე კარე, საშუალო სისქის თმა და რა დამიჯდება შეღებვა?

  9. სოფიო says:

    ბუნებრივი თმა წკაპებზე რა ღირს?

  10. ნათია says:

    მაგარი საიტია. ვგიჟდები ასეთ საიტებზეეეეე.

  11. თეა says:

    ჩვენთან შეგიძლიათ მოსინჯოთ თმის ფერების ყველა შესაძლო ვარიანტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თმის ახალი ფერის შერჩევისას.

დატოვეთ თქვენი კომენტარები

შემოგვიერთდით

დაგვიკავშირდით

2-305-302// 597-53-37-37