EXPRESS-სამაგრებით

თმის დაგრძელება EXPRESS მეთოდით – ეს არის ყველაზე სწრაფი, იოლი და უსაფრთხო მეთოდი გრძელი თმის მოყვარულებისთვის. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, სტილისტის დაუხმარებლად. ამ დროს თმის     დაგრძელება ხდება ნატურალური თმით, რომელიც მაგრდება თმის ძირებში სპეციალური სამაგრებით, სილიკონის ბოლოთი, რაც უზრუნველყოფს მტკიცე და უმტკივნეულო დამაგრებას თმის ძირებში. პროცედურას (დამაგრებას/მოხსნას)  სჭირდება არაუმეტეს 5 წუთი. ასეთი ტიპის თმაზე შესაძლებელია ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რაც შეიძლება ჩატარდეს ბუნებრივ თმაზე: დაბანა, შეჭრა-დავარცხნა, დასწორება, დახვევა, შეღებვა..

არის ფერების, სიგრძის და სტრუქტურის დიდი არჩევანი. ასეთი ტიპის თმის დაგრძელება შეიძლება გამოყენებულ იქნას მელირების ეფექტისთვისაც. აგრეთვე უნდა აღინიშნოს თმის გახშირების ეფექტიც. მათ, ვისაც აქვს თხელი თმა და არ სურს დაგრძელება, შეუძლიათ შეარჩიონ საკუთარი თმის სიგრძის და სტრუქტურის თმა, მხოლოდ გახშირების მიზნით.

თმის დაგრძელების ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ აღიზიანებს თავის კანს, თმის ძირებს, არ აზიანებს საკუთარ თმას, არ ქმნის არავითარ დისკომფორტს. გარკვეულწილად იცავს თმას სიცხის და სიცივის ზემოქმედებისგან. აგრეთვე, აქვს მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტი სხვადასხვა სტილის და ფერის შერჩევისას. ასე რომ, თმის ვარცხნილობის და ფერის მიხედვით დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლება იმიჯის ცვლილება.

.                                     .

თმის სტრუქტურა, ფერი, ფორმა და სიგრძე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სურვილის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ფერის და სტილის სწორად შერჩევას. ამიტომ, ნუ მოგერიდებათ, სთხოვეთ ჩვენს კონსულტანტს და მოიზომეთ ყველა შესაძლო ვარიანტი.

 

აქედან, განსაკუთრებით მოთხოვნადი სტილია: 1) ნატურალური სწორი; 3) დატალღული; 4) ბუნებრივად ხვეული;  8 ) აბრეშუმი-სწორი; 11) დაშლილი კულულები.

თმის ფერის შერჩევისას, პირველ რიგში განსაზღვრეთ ფერის მიხედვით რომელ ტიპაჟს განეკუთვნებით. შეადარეთ კატალოგში მოცემული ფერები თქვენს ამჟამინდელ თმის ფერს. თუ განსხვავებულია, აუცილებლად გირჩევთ მოსინჯოთ თქვენი ტიპაჟის შესაბამისი თმის ტონები. ვინ იცის, იქნებ ახალი ფერი უფრო მეტად მოიხდინოთ და სწორედ ამ ფერზე გადაიღებოთ თქვენი თმა.

ასევე გვაქვს მელირებული თმებიც, რომლებსაც ვარჩევთ ზემოთ მოცემული ნომრების მიხედვით. მაგალითად: ყავისფერი/ქერა მელირებით = 4/613,  6/24, 8/613 . .  შავი/თხილისფერი = 1/8 და ა.შ

მას შემდეგ რაც შეარჩიეთ თმის სტილი და ფერი, ამოირჩიეთ სიგრძე. 25 სმ-დან 60 სმ-მდე. თუ მხოლოდ თმების გახშირება გსურთ (მოცულობის მიცემა) ასეთ შემთხვევაში შეარჩიეთ თქვენს თმაზე ოდნავ გრძელი თმა. ფასებიც დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. მაგალითად:

45 სმ სიგრძის, 6 ნაჭერი ღირს 85 ლარი.

45 სმ სიგრძის 7 ნაჭერი – 105 ლარი.

50 სმ სიგრძის 6 ნაჭერი – 130 ლარი

50 სმ სიგრძის 7 ნაჭერი – 150 ლარი

55 სმ სიგრძის 6 ნაჭერი – 160 ლარი

55 სმ სიგრძის 7 ნაჭერი – 185 ლარი

60 სმ სიგრძის 7 ნაჭერი – 190-260 ლარი

70 სმ სიგრძის 7 ნაჭერი – 250-290 ლარი

ყველა კომლექტში შედის 2 სამაგრიანი, 3 სამაგრიანი და 4 სამაგრიანი ნაჭრები.

აღნიშნული ფასები მოცემულია ზოგადად !
ფასის დაზუსტება შეგიძლიათ ჩვენს კონსულტანტთან “თმის სახლში” ტელ: 597-53-37-37

 



შემოგვიერთდით

დაგვიკავშირდით

2-305-302// 597-53-37-37