"ბრჭყვიალა" მელირება

თმის "ბრჭყვიალა"

თმის მრავალფეროვანი დაგრძელება საკმაოდ აქტუალური გახდა უკანასკნელი მოდის ტენდენციებში. მათ ერთი საერთო დანიშნულება აქვთ – გაახალისონ ერთფეროვანი ფერის და სტილის თმა ქიმიური ზემოქმედების გარეშე. წელს, მათგან ყველაზე მოთხოვნადი თმის “ბრჭყვიალა” გახდა. თმის “ბრჭყვიალა”, ჩვეულებრივი საახალწლო ბრჭყვიალასგან განსხვავებით, არის უფრო თხელი და შესაძლებელია მასზე ნებისმიერი თერმული ზემოქმედება. ადვილია მისი მოვლა, შესაძლებელია დახვევა და დასწორება. არ ზიანდება და არ კარგავს ფერს ყოველდღიური გამოყენებისას. ძლებს 2 თვეზე მეტ ხანს. თმის “ბრჭყვიალა” საკმაოდ აქტუალურია ჰოლივუდში. 2012 წელს კი – დრაკონის წელიწადში – მან მსოფლიოში მოდის პიკს მიაღწია.

თმის “ბრჭყვიალას” გამოყენება შეისაძლებელია როგორც სადღესასწაულო/საბანკეტო, აგრეთვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მბზინავი თმის ღერები ისე ერევა საკუთარ თმაში, რომ ზოგჯერ ძალიან განსხვავებული მელირების ეფექტსაც იძლევა.

ასეთი ტიპის “მელირების” ინტენსივობა     თქვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული. ფერებიც, რათქმაუნდა სხვადასხვაგვარია: ოქროსფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ჭრელი და ა.შ  ყოველდღიური მელირებისთვის (ან უბრალოდ ფერის გასახალისებლად) საკმარისია 2,3,5 ბრჭყვიალა. ხოლო სადღესასწაულო ვარცხნილობისათვის რამდენიც მოგესურვებათ :)

ჩვენთან, ერთი “ბრჭყვიალას” დამაგრება ღირს 3 ლარი.

მაგრდება თმის ძირში და შეგიძლიათ არ მოიხსნათ მთელი თვის განმავლობაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  “თმის სახლის”კონსულტანტს: 597-53-37-37

აგრეთვე არსებობს მოხატული თმა “Art Decor”, სინთეტიკური მოხატული თმა “გრიზლი”, ბუნებრივი ბუმბულები და თმის კრისტალები.

 



შემოგვიერთდით

დაგვიკავშირდით

2-305-302// 597-53-37-37