ცივი მეთოდი

 

Tmis dagrzeleba civi metoditცივი მეთოდით თმის დაგრძელება საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა, რადგანაც სწრაფად კეთდება დაგრძელება/კორექცია და ფასიც შედარებით ნაკლებია.  ამ პროცედურის დროს, საკუთარი თმის ძირებში ხდება დამატებითი თმის მიმაგრება 3-5 მმ დიამეტრის მეტალო-კერამიკული კაფსულებით, რომელსაც შიდა მხარეს აქვს სილიკონის დამცავი რგოლი. სწორედ ეს რგოლი ასრულებს თქვენი თმისთვის დამცავ ფუნქციას. ამიტომ, სანამ სტილისტი დაიწყებს პროცედურას დაინტერესდით, აქვს თუ არა კაფსულებს სილიკონის რგოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში არის დიდი რისკი, რომ დაიზიანოთ საკუთარი თმა ან დასრიალდეს თქვენი თმიდან. მეტალო-კერამიკული კაფსულები

კაფსულებით დაგრძელება საკმაოდ მოსახერხებელი მეთოდია ხშირთმიანი ქალბატონებისთვის და მათთვის, ვინც პირველად იგრძელებს თმას. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კაფსულების რაოდენობაზე, დაახლ. 30-60 წთ. მოხსნაც მარტივია, 10-15 წთ.

დადებითი მხარე: პროცედურა კეთდება მექანიკურად (თერმული ჩარევის გარეშე), კეთდება სწრაფად, შეგიძლიათ მოიხმაროთ ნებისმიერი თმის ნიღაბი/ზეთები.. თმას არ აზიანებს, შეუმჩნეველია.

უარყოფითი მხარე 2-3 დღე შესაძლოა გქონდეთ მცირე დისკომფორტი, თხელთმიანებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგანაც კაფსულა შეიძლება გამოჩნდეს განსაკუთრებით წინა მხარეს.

 როგორც ყველა პერმანენტული დაგრძელება, აღნიშნული მეთოდიც საჭიროა გაკეთდეს გამოცდილ სპეციალისტთან, რადგან აუცილებელია გადაყოფის ხაზები და კაფსულების მდებარეობა განისაზღვროს თქვენი თმის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში არც კარგი ვიზუალური ეფექტი ექნება და შესაძლოა თმაც დაიზიანოთ.

ცივი დაგრძელების ფასი: პროცედურის ღირებულებაა 1 კაფსულა – 50 თეთრი (თმის შეძენის შემთხვევაში პროცედურა უფასოა!) დაწვრილებით >>

სტატისტიკურად, თმის დაგრძელების პროცედურების 70-80% კეთდება ცივი მეთოდით. იხ. ფოტოგალერეა >>

აღნიშნული მეთოდით კეთდება აგრეთვე EXPRESS-მელირებაც.

1 კომენტარი