ცხელი მეთოდი

ცხელი მეთოდით თმის დაგრძელებათმის დაგრძელების ცხელი მეთოდი ყველაზე რთული და ექსკლუზიური პროცედურაა სხვა მეთოდებს შორის, რომელიც სტილისტის დიდ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ერთი შეხედვით რაც არ უნდა მარტივად მოგეჩვენოთ, გირჩევთ, ნუ გაიკეთებთ დამწყებ სტილისტთან და ნუ შეეცდებით უკვე დაგრძელებული თმის თავად მოხსნას, ამან შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.

როგორ ხდება თმის ცხელი დაგრძელება.

მას შემდეგ, რაც შეარჩიეთ თმა, სტილისტი ამუშავებს დასაგრძელებელი თმის ბოლოებს კერატინით. კერატინი – ეს არის ნატურალური, წებოვანი მასალა, რომელსაც შეიცავს ბუნებრივი თმა. კერატინი ოთახის ტემპერატურაზე არის მყარი. მისი დნობის ტემპერატურა დაახლ. 120-150 გრადუსია. უკვე დამუშავებული თმის ბოლოებს, ამაგრებენ თქვენი თმის ძირებში ცხელი დაგრძელების სპეციალური აპარატით მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც 2-3 წამში მყარდება. სწორედ ამიტომ არის რთული ეს მეთოდი, რადგანაც მოითხოვს სტილისტის სწრაფ და უშეცდომო მოქმედებას. ახალი გაკეთებულიკერატინის მოხსნა, საკმაოდ რთულია. თმის გადაყოფის ხაზებს და კერატინის განლაგებას არჩევს სტილისტი ინდივიდუალურად.

დადებითი მხარე: კომფორტულია და ნაკლებად შემაწუხებელი, საუნაში და მაღალ ტემპერატურაზე შეგიძლიათ თამამად იყოთ, თავისით არასოდეს მოგძვრებათ, თმის ძირებიდან შეგიძლიათ დაივარცხნოთ სავარცხლით. შეუმჩნეველია, რადგანაც კერატინი არის გამჭვირვალე და იღებს ნებისმიერი თმის ფერს.

უარყოფითი მხარე: საჭიროა გამოცდილი სპეციალისტი, პროცედურის ხანგრძლივობა 3-4 საათს გრძელდება. შედარებით ძვირია. ზოგიერთი სპირტის შემცველი ნიღაბმა შესაძლოა დარბილოს კერატინი.

თმის დაგრძელების ცხელი მეთოდი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს ბუნებრივად თხელი თმა.

შენიშვნა: ცხელ დაგრძელებას მიეკუთვნება აგრეთვე ცვილით (საქართველოში სილიკონსაც ეძახიან) დაგრძელება. ეს არ უნდა აგვერიოს კერატინით დაგრძელებაში. ცვილი, სანთლის მსგავსი მასალაა, რომელიც 30-40 გრადუსზეც კი რბილდება და ძალიან არაკომფორტული მოსახმარია, როგორც გარეგნულად, ასევე მოხმარების თვალსაზრისით.

ცხელი დაგრძელების ფასი: პროცედურის ღირებულებაა 1 კაფსულა 1,5 ლარი (თმის შეძენის შემთხვევაში 1 ლ). დაწვრილებით >>

კომენტარები დახურულია.