შინიონების გაქირავება

  • By თეო
  • 24/03/2015
  • Comments Off on შინიონების გაქირავება

ყველა დამეთანხმება, რომ სადღესასწაულო ვარცხნილობებს უმრავლესობა კეთდება გრძელ თმაზე. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი თმის სიგრძე ან სიხშირე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიკეთოთ სასურველი ვარცხნილობა? არც იმის საშუალება და დრო გვაქვს, რომ თმა დავიგრძელოთ ან შინიონი შევიძინოთ. სწორედ ამ სიტუაციისთვის არსებობს შინიონების გაქირავება.

როგორ ხდება შინიონების გაქირავება?

ამისათვის აუცილებელია წინასწარ მიბრძანდეთ ან დარეკოთ მაღაზიაში/სალონში (სადაც ქირავდება შინიონები), აჩვენოთ ან ელექტრონულად გადაუგზავნოთ თქვენი არსებული თმის და სასურველი ვარცხნილობის ფოტო, რათა მოხდეს შესაბამისი შინიონის შენახვა თქვენთვის სასურველ დრომდე.

გაქირავების ფასი: 2 დღით – 50 ლ.

აქვე შეგიძლიათ დამატებით დაჯავშნოთ სტილისტის მომსახურება.

EXPRESS-თმების მორგება + სადღესასწაულო ვარცხნილობები 50 ლ-დან 100 ლარამდე.

 

მაგ: <<———-თუ თქვენ გაქვთ ამგვარი თმა შინიონების გაქირავება

და გსურთ გაიკეთოთ სადღესასწაულო ვარცხნილობა

ასეთი სადღესასწაულო ვარცხნილობა ————->>

სრული მომსახურება დაგიჯდებათ:  50 ლ (შინიონის დაქირავება) + 50 ლ (სტილისტის მომსახურება: თავის დაბანა, დასწორება, შინიონის მორგება, დახვევა, ვარცხნილობის გაკეთება) ანუ, სულ: 100 ლარი.

შინიონების გაქირავებაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღაზიამ შესაძლოა მოითხოვოს შინიონის ღირებულების ნაწილის დატოვება იმ დრომდე, სანამ არ დააბრუნებთ თმას.

 

 

კომენტარები დახურულია.