თმის გამოცვლა

რა არის “თმის გამოცვლა”

როგორც სიტყვა მიგვანიშნებს, ხდება არსებული თმის სრული შეცვლა: ფერის, სტრუქრურის, ხარისხის.. ისეთად, როგორსაც მოისურვებთ. ბევრი თქვენგანისთვის ალბათ ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც საკუთარი თმა იმდენად გაღიზიანებთ, რომ თავის გადაპარსვაზეც კი ფიქრობთ. შეღებვა-გაღიავებისგან, ქიმიური დახვევა-დასწორებისგან, ყოველდღიური თერმული ზემოქმედებისგან დამწვარი, დაზიანებული თმა, დამეთანხმებით ძალიან ცუდი სანახავია. რაც ყველაზე მთავარია, ჩაცმულობას და მაკიაჟსაც ვეღარ იხდენთ.. ვიცი, არ დააკლებთ მოვლას და ძვირადღირებულ საშუალებებს, მაგრამ შედეგი? – არაფერი! სწორედ ასეთი მდგომარეობისთვის შევიმუშავეთ “თმის გამოცვლა”.

 შენიშვნა: რათქმა უნდა არსებობს თმის აღდგენის სალონური პროცედურები (ლამინირება, ბიო-აღდგენა, კერატინი და ა.შ) მაგრამ სტილისტს ძალიან სიფრთხილე მართებს, სანამ თქვენს თმას მოკიდებს ხელს. თმის დაზიანებასაც თავისი ხარისხი აქვს, ეს პროცედურები გარკვეულ მცირე-დაზიანებაზე გამოიყენება, ხოლო ძლიერი დაზიანების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პროცედურები კეთდება მაღალ ტემპერატურაზე თერმული ზემოქმედებით, რომელიც კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებს ძალიან დაზიანებულ თმაზე და შესაძლოა თქვენი თმის ძირებიდანვე დაწყვეტა გამოიწვიოს. გირჩევთ, ამ საკითხზე გამოცდილ სტილისტს სთხოვოთ დახმარება ან გაიკეთოთ ტესტი თმის პატარა ნაწილზე.

როგორ ხდება “თმის გამოცვლა”Tmis struqturis shecvla

პირველ რიგში ვარჩევთ ახალ თმას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით. არ არის აუცილებელი გრძელი თმა. შესაძლოა ეს იყოს მოკლე ან საშუალო სიგრძე.

ვიწყებთ პროცედურას თქვენი დაზიანებული თმის დამუშავებით (იღებება, იჭრება საჭიროებისამებრ) და თმის აღდგენაშერჩეული ვარცხნილობის მიხედვით, ინდივიდუალურად მაგრდება ახალი, ბზინვარე თმები, თქვენი თმის ძირებში, ისე რომ სრულიად იფარება დაზიანებული თმა. აღნიშნულ პროცედურას აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც აგრეთვე ხელს უწყობს თქვენი თმის გაზრდას. პროცედურის ხანგრძლივობა 1 სთ-დან 3 სთ-მდე გრძელდება. თავდაპირველ დღეებში შესაძლოა თმის ძირებში მცირე დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რამოდენიმე დღეში ისე გაითავისებთ და იმდენ კომპლიმენტს მიიღებთ, რომ ვეღარასოდეს წარმოიდგენთ თქვენს იმიჯს ასეთი ლამაზი თმის გარეშე 😉

რა ღირს თმის გამოცვლა?

თმის გამოცვლის ფასის დადგენაც ხდება, თმის დაგრძელების ფასის მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ თუ თმის დაგრძელებისას ვარჩევთ გრძელ თმას, ამ პროცედურის დროს მოკლე ან საშუალო სიგრძე უფრო მისაღებია. შესაბამისად თმის ღირებულება ჯდება უფრო ნაკლები.( მაგ: შესაძლოა შეარჩიოთ 1 ლარიანი კაფსულა და დაგჭირდეთ 150 ცალი).

 

დამწვარი თმის შეცვლა

დამწვარი თმის აღდგენა

კომენტარები დახურულია.