თმის ჩაბარება

თმის ჩაბარებაბუნებრივ თმას ყოველთვის აქვს თავისი ღირებულება. ამიტომ, სანამ თმის შეჭრას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, დამატებითი შემოსავალი არავისთვის არის ზედმეტი. შესაძლოა თქვენს თმაში მიიღოთ სიმბოლური თანხა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხდება საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც. ჩასაბარებლად ვარგისია თმა 10 სმ-დან.

რა მიზნებისთვის გამოიყენება მოჭრილი თმა?

1. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ საკმაოდ აქტუალური სალონური პროცედურა – თმის დაგრძელება. ამ დროს ხდება მოჭრილი თმის დამუშავება სპეციალური ხსნარებით, იღებება/კეთდება მელირება (საჭიროების შემთხვევაში), თმის გადაჭრის ადგილებში მუშავდება კერატინით და საკუთარ თმაზე უმაგრებენ მსურველს, სასურველი ვარცხნილობის მისაღებად.

2. მოჭრილ თმას იყენებენ თმის გასახშირებლად და ლამაზი მოცულობის მისაცემად.

3. თმის მელირებისთვის, ღია ფერის ან კონტრასტული ფერის მელირებისთვის, დამატებითი თმების ჩამაგრებით. ასეთ დროს მოცულობაც საკმაოდ ემატება თხელ თმას.

4. თმის გამოცვლის პროცედურაში. დამწვარი თმის გამოსაცვლელად გამოიყენება ჯანმრთელი თმის ღერები.

5. პარიკების დასამზადებლად.

6. მზადდება სხვადასხვა სტილის ჩასამაგრებელი თმები: შინიონები, EXPRESS თმები წკაპებზე, კოსები, ე.წ.»ჩოლკები», მოხატული თმები და ა.შ

* ნებისმიერი თმის პროდუქციის დასამზადებლად თმა გადის სპეციალურ დამუშავებას.

რაზეა დამოკიდებული თმის შეფასება?

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს თმის ღირებულებას:

> სიგრძე. რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტი შეფასება ეძლევა. თუმცა აქაც არის გამონაკლისი: იმ შემთხვევაში თუ თმა არის ძალიან გამომშრალი, მტვრევადი, ბზინვარება დაკარგული, ასეთ შემთხვევაში თმის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება და დიდი ანაზღაურების იმედი არ უნდა გქონდეთ.

> ხარისხი. თმის ხარისხის განსაზღვრა შეუძლია შემფასებელს. რასაკვირველია, რაც მეტად ხარისხიანი თმაა, მით მეტი ღირს. თმის სტრუქტურას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ხარისხიანი თმა სწორიც და ხვეულიც ერთნაირად ფასობს.

> ფერი. ღია ფერის თმა შედარებით ძვირად ფასობს, ვიდრე მუქი ფერი. რადგანაც ღია ფერის თმა ადვილად ემორჩილება გაღიავება/შეღებვის პროცედურებს.

> ევროპულია თუ აზიური. ევროპულია თმა – როდესაც არის ღია ფერის ნაზი სტრუქტურის, ხშირ შემთხვევაში სწორი თმა. ხოლო აზიურია სქელღერა თმა, ხშირ შემთხვევაში მუქი და უხეში. ევროპული ტიპის თმა უფრო ღირებულია.

> თმის სიხშირე. რაც უფრო სქელი თმაა (რაოდენობა) მით ძვირადღირებულია.

> თმის ბოლოების სისქე. თუ თმას თხელი ბოლოები აქვს, ეს ნაწილი თმის სიგრძეში ნაკლებად ითვლება.

> ძველია თუ ახალი. ძველი მოჭრილი თმა, ხშირ შემთხვევაში იფიტება, შრება და კარგავს ფასს.

ეს თმის შეფასების ძირითადი პუნქტებია, თუმცა შორიდან თმის ფასის განსაზღვრა რთულია, უმჯობესია მოხდეს შეფასება სპეციალისტის მიერ ადგილზე.

რეკომენდაციები თმის ჩაბარების მსურველთათვის:

თმის ჩაბარების დროს, სასურველია თმის შეჭრა მოხდეს ადგილზე, სადაც აბარებთ თმას.  რათქმა უნდა შესაძლებელია ჩასაბარებლად მოჭრილი თმის მიტანაც, ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თმა, მოჭრის ადგილებში,  უნდა იყოს დალაგებული და პატარა კონებად შეკრული. გაესაუბრეთ თმის შემფასებელს: აჩვენეთ წინასწარ შერჩეული სასურველი ვარცხნილობა და სთხოვეთ წინასწარ გითხრათ ჩასაბარებელი თმის სრული ღირებულება და არა გრამის ფასი, რადგანაც ზუსტი წონის დადგენა მოჭრამდე რთულია. დაინტერესდით აგრეთვე თანხის მიღების პირობებით, ხდება თუ არა ანაზღაურება თმის მოჭრისთანავე. აგრეთვე სასურველი ვარცხნილობის შეჭრა უფასოა თუ ფასიანი.. ეს დეტალები ჯობია თავიდანვე გაარკვიოთ, რომ არ ჩავარდეთ გაურკვევლობაში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ჩაბარების პუნქტებში:

“თმის სახლი” ტელ: 2-305-302 ; 597-26-37-37 . ვაჟა-ფშაველას 78 ა. (M ვაჟა-ფშაველასთან)

“შინიონი” ტელ: 597-60-90-90

თმის ჩაბარებისას ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობები.

 

 

9 კომენტარი