EXPRESS-სამაგრებით

 

თმის დაგრძელება "წკაპებზე" თმის დაგრძელება EXPRESS -სამაგრებზე (წკაპებზე) – ეს არის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდი მათთვის, ვისაც სურს დროებით, მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტში ჰქონდეს გრძელი თმა. მაგ: წვეულებებზე, მოცულობითი ვარცხნილობების დროს, ან სულაც იმიჯის დროებითი შეცვლისათვის.

ეს არის იგივე თხელი შინიონები (მოქსოვილი თმა) რომელსაც შიდა მხარეზე აქვს დამაგრებული პატარა სამაგრები, ანუ “წკაპები” თმაზე მისამაგრებლად. “წკაპების” შიდა სილიკონის დამჭერი საკმაოდ მტკიცედ ეკვრის საკუთარ თმას, რაც უზრუნველყოფს შინიონების უსაფრთხო და მჭიდრო დამაგრებას. ასეთი თმის ნაჭრები თხელ ფენაბად ნაწილდება თავზე, ისე რომ იყოს სრულიად შეუმჩნეველი და ამავე დროს მივიღოთ ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ვარცხნილობა. თმის EXPRESS – დაგრძელება სრულიად უსაფრთხოა და ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მისი გამოყენება.თმის დაგრძელება ბავშვებისთვის თმის დაგრძელების სხვა მეთოდებისგან განსხვავებით აღნიშნული მეთოდი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებისთვისაც ზეიმებზე, წვეულებებზე, ფოტოგადაღებისთვის და ა.შ

რჩევები EXPRESS-დაგრძელების მსურველებს:

ისევე როგორც თმის დაგრძელების სხვა მეთოდებში, აქაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ თმის სტრუქრურას და ხარისხს, ის მაქსიმალურად ემთხვეოდეს თქვენს თმას: ფერით, თმის ღერის სისქით და სტრუქტურით. სასურველია შეარჩიოთ 100% ნატურალური თმა, რადგანაც სინთეტიკური (ნახევრად სინთეტიკური, კანეკალონის) თმა მალე ფუჭდება და ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. უმჯობესია ცოტა ძვირი გადაიხადოთ ბუნებრივ თმაში და ისიამოვნოთ ლამაზი თმით წლების განმავლობაში.5

სამაგრიანი შინიონები შეგიძლიათ დაიხვიოთ უკან გადაწეულ ე.წ “კუდზე”. ან ჩაიმაგროთ მხოლოდ 1 ფენა თმის მოცულობის მისაცემად.

“წკაპებზე” თმების გამოყენება, აგრეთვე შეგიძლიათ მელირების მიზნითაც. საკმარისია ჩაისვათ 2 ფენა თქვენივე სიგრძის სხვა ფერის თმა, და EXPRESS – მელირებაც მზადაა. შეგიძიათ გამოიყენოთ როგორც 1-2 ტონით განსხვავებული ფერის, ასევე მკვეთრი კონტრასტებიც ავანგარდული ვარცხნილობისთვის.

EXPRESS-დაგრძელების ფასები.

როგორც ნებისმიერი თმის დაგრძელება, აქაც ფასები ძალიან განსხვავებულია. რათქმა უნდა დამოკიდებულია თმის ხარისხზე, სტრუქტურაზე, სიგრძეზე, წარმომავლობაზე და ა.შ

მაგ: ხელოვნური ან ნახევრად ხელოვნური შინიონების კომპლექტის ყიდვა ბაზრობებსა და მაღაზიებში შეგიძლიათ 30-დან 120 ლარამდე (თუმცა 120 ლარი უკვე ძალიან ძვირია ხელოვნურ თმაში!)

დადებითი: იაფია.

უარყოფითი: არაბუნებრივად პრიალებს და ძალიან მალე ფუჭდება (5-10 დღე).

დამუშავებული/ლამინირებული თმის შინიონები (6-7 ნაჭერი) შეგიძლიათ შეიძინოთ 90-დან 250 ლარამდე.

დადებითი: ბუნებრივად გამოიყურება, შესაძლებელია თერმული ზემოქმედება (დახვევა, დასწორება),იაფად დაიგრძელებთ თმას.

უარყოფითი: სპეციფიურ მოვლას მოითხოვს, გამძლეობა 5-10 თვე.

ბუნებრივი/ჯანმრთელი თმის შინიონების ღირებულება 150-დან 900 ლარამდეა (გააჩნია სიგრძეს და სიხშრეს)

დადებითი: იდეალურად ჯდება თმაში, რომელსაც ვერავინ შეგატყობთ. ძალიან გამძლეა მრავალი წელი შეგიძლიათ მოიხმაროთ. შეგიძლიათ შეიძინოთ არასრული კომპლექტი, იმდენი, რამდენიც გჭირდებათ.

უარყოფითი: სხვა თმებთან შედარებით მაღალი ფასი.

0%-იანი განვადება თმის დაგრძელებასა და შინიონებზე

შინიონების გაქირავება.

 

 

 

 

კომენტარები დახურულია.