თმის დაგრძელება

hair-size

გრძელი და ლამაზი თმა ყველა ქალის ოცნება და გარეგნობის უძვირფასესი სამკაულია. ბევრი დაგვეთანხმება, რომ ასაკთან ერთად თმა ხდება უსიცოცხლო, მტვრევადი და ბზინვარებას მოკლებული, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაკლებთ მოვლას და საშუალებას. ეკოლოგიური ფაქტორი, კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანმრთელობა, სტრესი, ხშირი თერმო/ქიმიური საშუალებები.. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი თმის ხარისხზე. შესაბამისად, თმის ზრდაც ძალიან შენელებულია.

სწორედ ამიტომა არის თმის დაგრძელება ასეთი აქტუალური და მოდური პროცედურა მთელს მსოფლიოში.

თუმცა, სანამ თმის დაგრძელებას გადაწყვეტთ, აუცილებელია გაეცნოთ ინფორმაციას, რომ არ მიიღოთ უარყოფითი შედეგი. როგორი თმა უნდა შეარჩიოთ, თმის სტრუქტურა, რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის რეკომენდებული, როგორ უნდა მოუაროთ დაგრძელებულ თმას და ა.შ.

ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია.

ვისთვის არის და ვისთვის არ არის?

თმის დაგრძელება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ასაკისა (და სქესისა ;)). ბავშვებისთვის დასაშვებია მხოლოდ EXPRESS –სამაგრებით დაგრძელება წვეულებისთვის, ან რამოდენიმე კაფსულა ფერადი/დეკორატიული თმის ჩამაგრება.

სრული, პერმანენტული დაგრძელება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

აგრეთვე, არ შეიძლება თმის დაგრძელება მათთვის, ვისაც აქვს მკვეთრად გამოხატული თმის ცვენა (ჰორმონალური ფონი) ან სრული/ნაწილობრივი ალოპეცია. ასეთ დროს უმჯობესია სხვა საშუალებებს მივმართოთ>>

სხვა დანარჩენ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროცედურით.

სწორი და არასწორი თმის დაგრძელებაარასწორი და სწორი თმის დაგრძელება

თმის დაგრძელება, საკმაოდ რთული სალონური პროცედურაა, რომელიც მოითხოვს სტილისტის გამოცდილებას, ხედვას და პროფესიონალიზმს. სხვადასხვა სტილისტის მიერ გაკეთებული ერთი და იგივე თმა, შეიძლება გამოიყურებოდეს სრულიად განსხვავებულად. არაპროფესიონალის მიერ გაკეთებულმა პროცედურამ, არამხოლოდ ვიზუალურად, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს საკუთარ თმას. მაშინ როდესაც სწორად გაკეთებული თმა წლების განმავლობაში გასიამოვნებთ და საკუთარი თმაც უფრო ინტენსიურად განაგრძობს ზრდას.

თმის ხარისხი

როგორი თმით ხდება თმის დაგრძელება? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

5* ყველაზე ხარისხიანი, ბუნებრივი, შეუღებავი ბავშვის თმა. ბუნებრივი, შეუღებავი ბავშვის თმაბზინვარე, ნაზი, მთელი კუტიკულით, ძალიან სასიამოვნოა როდესაც ეხებით. ასეთ თმით დაგრძელება მსოფლიოში ითვლება ყველაზე ექსკლუზიურ და ძვირადღირებულ პროცედურად. ეს ნამდვილი სამკაულია ნებისმიერი ქალბატონისთვის.

4* ევროპული თმა, დაუზიანებელი კუტიკულით. აქვს ნაზი, ძირითადად სწორი სტრუქტურა. კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სწორი და მსგავსი ტიპის თმა აქვს.

3* ინდური, ბრაზილიური თმა. ეს ქიმიურად დამუშავებული თმაა,ხშირ შემთხვევაში შეღებილი. ექვემდებარება გაღიავებას და შეღებვას (მართალია ისე კარგად ვერ ღიავდება, როგორც 4* და 5* თმები, თუმცა ღია ყავისფერზე თამამად შესაძლებელია შეღებვა).

2* აზიური/ჩინური თმა, რომელიც გადის სპეციფიურ ქიმიურ დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე. ასეთი დამუშავება სრულად აცლის კუტიკულას. ღებავენ და უკეთებენ ლამინირებას ბზინვარებისთვის. ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ხარისხიან თმას და გამოუცდელი მომხმარებელი შესაძლოა ადვილად მოტყუვდეს. სინამდვილეში ეს დაბალი ხარისხის თმაა და ძვირიც არ ღირს. დროთა განმავლობაში (1-2 თვის მანძილზე) ლამინირება ირეცხება და რჩება უხეში, აბურდული თმა, რომლის დავარცხნაც შესაძლოა გაგიჭირდეთ. ეს თმა მათთვის არის, ვისაც მოკლე ვადით სურს თმის დაგრძელება.

1* ნახევრად სინთეტიკური და სინთეტიკური თმა. ეს თმის მსგავსი სინთეტიკური ბოჭკოებია, რომელსაც თმის შემცვლელს უწოდებენ. ასეთი თმით დაგრძელებას ნამდვილად არავის ვურჩევთ, რადგანაც ხელოვნურად გამოიყურება და მალე ფუჭდება.

** სტილისტის ვალდებულებაა სწორად გაგიწიოთ რეკომენდაცია ამათუ იმ თმაზე და არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

თმის სტრუქტურა

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ბევრი სტილისტი არ აქცევს ყურადღებას. თუ გსურთ, რომ დაგრძელებული თმა არ გეტყობოდეთ და ბოლომდე გაითავისოთ, აუცილებელია დასაგრძელებელი თმა თქვენს ბუნებრივ სტრუქტურას ემთხვეოდეს. ანუ, თუ გაქვთ ხვეული თმა, არ დაიმაგროთ სწორი (განსაკუთრებულად ლამინირებული) თმა. ეს ძალიან გაგაწვალებთ. გამონაკლისია მაშინ, თუ ძალიან არ გიყვართ თქვენი ხვეული თმა, ვერ იხდენთ და ბავშვობიდან სწორ თმაზე ოცნებობთ. ასეთ შემთხვევაში სასურველია საკუთარ თმაზე გაკეთდეს კერატინით დასწორება და ამის შემდეგ დაიმაგროთ სწორი თმა.

გამონაკლისია სწორი, თხელი თმა. ხშირად მოგვმართავენ მოცულობის მისაცემად. ასეთ შემთხვევაში ოდნავ ტალღოვანი თმის რამოდენიმე კაფსულაც კი საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღწევად.

თმის წონა

კიდევ ერთიმცდარი მოსაზრება, რომ «აუცილებლად 100-150 გრ თმა უნდა მეკეთოს, რომ კარგად გამოვიყურებოდე» . ჩვენ ხშირად მოგვისმენია ეს ფრაზა. ქვემოთ ფოტოებზე 2 ვარიანტია: ბუნებრივი/ბავშვის თმა 70-80 გრ და შეღებილი/ლამინირებული თმა 150 გრამი. ამგვარად, წონით არ განისაზღვრება თმის სილამაზე.

თმის სიგრძე და ფერი

როგორც ნობილია სწორად შერჩეული თმის ფერს და სიგრძეს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს მაინც ძალიან ინდივიდუალურია. პროცედურის წინ, სანამ თმას შეარჩევთ, ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების სარკეში. მიეცით სტილისტს საშუალება მოგასინჯოთ ყველა შესაძლო ვარიანტი: ღია, მუქი, შუალედური თუ ფერლისფერი ტონები. სინჯეთ ხვეულიც და სწორიც, გრძელიც და საშუალოც. გარწმუნებთ, სწორად შერჩეული ახალი ვარცხნილობა არა მხოლოდ გარეგნობას, ხასიათსაც რადიკალურად შეგიცვლით ;)

თმის დაგრძელების რომელი მეთოდია ყველაზე კარგი?

ეს კითხვაც არასწორია. მთავარია სპეციალისტმა სწორად შეგირჩიოთ ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის იქნება რეკომენდებული.

პირველ რიგში გავარკვიოთ დროებითი დაგრძელება გსურთ (რომელსაც თავად იხსნით და იკეთებთ) თუ მუდმივი (რომელიც სულ გაქვთ და თავად ვერ იხსნით).

დროებით დაგრძელებას მიეკუთვნება თმები EXPRESS-სამაგრებზე ანუ «წკაპებზე», სხვადასხვა ტიპის შინიონები, ე.წ «კუდები», კოსები, «ჩოლკები», ნაწნავები, ფერადი თმები და ა.შ დაწვრილებით »

ხოლო პერმანენტულ, ანუ მუდმივი დაგრძელებში გამოყოფენ 2 ძირითად მეთოდს: ცხელი და ცივი.

ცხელი მეთოდის დროს იყენებენ სპეციალურ ბუნებრივ მასალას (ცვილს, კერატინს), რომელიც დნება მაღალ ტემპერატურაზე და აწებებს დამატებით თმას. სტილისტისთვის საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდ გამოცდილებას მოთხოვს. პროცედურა 3-4 სთ გრძელდება. თუმცა წვალებად ნამდვილად ღირს. სწორად, კერატინით გაკეთებული ცხელი დაგრძელება ყველაზე დახვეწილი მეთოდია ყველა მეთოდს შორის. დაწვრილებით>>

ცივი მეთოდი- დაგრძელება მეტალო-კერამიკული კაფსულებით, ეს საკმაოდ მოთხოვნადი მეთოდია ჩვენთან. დამაგრების დრო 30 – 60 წთ. მზე,ზღვა, საუნა, აუზი..არაფერი მოქმედებს კაფსულებზე. საკმაოდ პრაქტიკულია და სწორედ ამიტომ ჩვენი მომხმარებლების 70-80% ირჩევს სწორედ კაფსულებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კაფსულებით დაგრძელებას რეკომენდაციას არ ვუწევთ. დაწვრილებით>>

არსებობს კიდევ სხვა მეთოდები, რომელიც კეთდება იშვიათად და არცთუ ისე პრაქტიკულია: წებოვანი ლენტით დაგრძელება, ნაწნავებზე «ჩაკერება» და ა.შ

თმის დაგრძელების ფასი >>

ხშირად დასმული კითხვები >>

ფოტოგალერეა >>

2 კომენტარი