თმის დაგრძელების ფასები

 

რა ღირს თმის დაგრძელება? ეს არის კითხვა, რომელზეც კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია და ხშირად, ჩვენს Facebook -გვერდზე უკმაყოფილებასაც კი გამოხატავენ, თუ რატომ არ შეგვიძლია დავწეროთ ზუსტი თანხა. შევეცდებით აგიხსნათ როგორ ხდება თმის დაგრძელების ფასის განსაზღვრა.

hair  როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მრავალი ტიპის თმა, რომლებიც განსხვავდება როგორც სტრუქტურით, ფერით, ხარისხით, სიგრძით, წარმომავლობით, დამუშავების ტექნოლოგიით და ა.შ. შესაბამისად თითოეული თმის ღირებულება განსხვავებულია. დაწყებული 1ლ-დან 15 ლარამდე (კაფსულის ღირებულება). მას შემდეგ რაც შეარჩევთ თქვენს თმას, სტილისტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ კაფსულების რაოდენობა, თქვენთვის სასურველი ვარცხნილობის მისაღებად. ზოგადად, თმის გასახშირებლად საკმარისია 30-50 კაფსულა, თმის დასაგრძელებლად  საშუალოდ 90-130, ხოლო ძალიან მოკლე თმაზე შეიძლება დაგჭირდეთ 150-200 კაფსულა.

ე.ი შევარჩიეთ თმა და კაფსულების რაოდენობა. ახლა განვსაზღვროთ მეთოდი: ცხელი თუ ცივი. ცხელი დაგრძელების პროცედურის ღირებულებაა 1 კაფსულა 1,5 ლარი (თმის შეძენის შემთხვევაში 1 ლ). ხოლო ცივი დაგრძელების – უფასო.

ამგვარად, თქვენ თავად განსაზღვრავთ თქვენი თმის დაგრძელების ფასს. მაგ: თუ თქვენი შერჩეული თმის კაფსულის ღირებულება იქნება 3 ლ და დაგჭირდებათ 100 კაფსულა, ცივი მეთოდით თმის დაგრძელება დაგიჯდებათ 300 ლ.  თუ შეარჩევთ 5 ლარიან თმას და გჭირდებათ 90 კაფსულა ცივი მეთოდით – შესაბამისად იქნება  5X90=450 ლ , ხოლო იგივე თმა ცხელი მეთოდით დაგრძელებისას იქნება 450+90 = 540 ლ.

ყველაზე დაბალფასიან თმად ითვლება შემოტანილი ლამინირებული თმა. იაფი თმის დაგრძელება ესეც ბუნებრივი თმაა, მხოლოდ გაღიავებული, შეღებილი და ლამინირებული. ასეთი თმის ღირებულება 1-1,5 ლარია. სიგრძე 55-65 სმ. თუ ასეთ თმას შეარჩევთ 100 კაფსულა შესაძლოა 150 ლარში დაიგრძელოთ. თუმცა, ეს თმა დიდხანს ვერ ძლებს და მალე ფუჭდება.

თუ გსურთ, რომ დიდხანს იამაყოთ თქვენი ლამაზი თმებით, ნამდვილად ჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ (არის უპროცენტო განვადებაც) და შეიძინოთ ბუნებრივი ცოცხალი თმა, დაუზიანებელი კუტიკულით.

თმის ხარისხი და წარმომავლობა.

5* ყველაზე ხარისხიანი, ბუნებრივი, შეუღებავი ბავშვის თმა. ბზინვარე, ნაზი, მთელი კუტიკულით, ძალიან სასიამოვნოა როდესაც ეხებით. ასეთ თმით დაგრძელება მსოფლიოში ითვლება ყველაზე ექსკლუზიურ და ძვირადღირებულ პროცედურად. ეს ნამდვილი სამკაულია ნებისმიერი ქალბატონისთვის. ფასი: 1 კაფსულა – 3-15 ლარი (სიგრძის მიხედვით).

4* ევროპული თმა, დაუზიანებელი კუტიკულით. აქვს ნაზი, ძირითადად სწორი სტრუქტურა. კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სწორი და მსგავსი ტიპის თმა აქვს. ფასი: 1 კაფსულა – 3-15 ლარი (სიგრძის მიხედვით).

3* ინდური, ბრაზილიური თმა. ეს ქიმიურად დამუშავებული თმაა,ხშირ შემთხვევაში შეღებილი. ექვემდებარება გაღიავებას და შეღებვას (მართალია ისე კარგად ვერ ღიავდება, როგორც 4* და 5* თმები, თუმცა ღია ყავისფერზე თამამად შესაძლებელია შეღებვა). ფასი: 1 კაფსულა – 2-4 ლარი (60-65 სმ).

2* აზიური/ჩინური თმა, რომელიც გადის სპეციფიურ ქიმიურ დამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე. ასეთი დამუშავება სრულად აცლის კუტიკულას. ღებავენ და უკეთებენ ლამინირებას ბზინვარებისთვის. ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ხარისხიან თმას და გამოუცდელი მომხმარებელი შესაძლოა ადვილად მოტყუვდეს. სინამდვილეში ეს დაბალი ხარისხის თმაა და ძვირიც არ ღირს. დროთა განმავლობაში (1-2 თვის მანძილზე) ლამინირება ირეცხება და რჩება უხეში, აბურდული თმა, რომლის დავარცხნაც შესაძლოა გაგიჭირდეთ. ეს თმა მათთვის არის, ვისაც მოკლე ვადით სურს თმის დაგრძელება. ფასი: 1 კაფსულა – 1-2 ლარი (სიგრძის მიხედვით).

1* ნახევრად სინთეტიკური და სინთეტიკური თმა. ეს თმის მსგავსი სინთეტიკური ბოჭკოებია, რომელსაც თმის შემცვლელს უწოდებენ. ასეთი თმით დაგრძელებას ნამდვილად არავის ვურჩევთ, რადგანაც ხელოვნურად გამოიყურება და მალე ფუჭდება. ასეთი ტიპის თმა არ გვაქვს.

** ძალიან მნიშვნელოვანია რჩევა ჰკითხოთ პროფესიონალ სტილისტს, რომელიც დაგეხმარებათ თმის შერჩევაში და გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის რეკომენდებულ მეთოდზე.

 

კომენტარები დახურულია.